| ბლოგი |
ყველა
|
| ბლოგი |
ყველა
|
ხარისხიანი ონკანი - ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ
ონკანი უპრობლემო ხელსაწყოა. მთავარია ფიქრებს არ შეყვეთ და მოშვებული არ დაგრჩეთ. ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც ყველანაირად კარგია. პირველ რიგში, მარტივად მონტაჟდება, მეორე კი ის რომ უპრობლემო სამართავია. ოღონდ მხოლოდ ხარისხიანი ონკანის შემთხვევაშია. ასეთი სად უნდა ოპოვოთ ? საუკეთესო ინსტრუმენტების თავშეყრის ადგილას, კერძოდ, Holst.ge - ზე. ონლაინ ჰიპერმარკეტი გულითად დახმარებას გაგიწევთ და საჭირო ხელსაწყოს გაპოვნინებთ.
მრავალფუნქციური ელექტრო დრელები
მარტივი გამოცანით დავიწყოთ და ვნახოთ სწორ პასუხამდე თუ მივალთ. ხელსაწყოს სპეციფიკური ხმა აქვს, კომპაქტური გამოსაყენებელია და მთების თუ არა, კედლების გადადგმა ნამდვილად შეუძლია. იმასაც დავამატებთ, რომ თქვენთან და კიდევ რამდენიმე სახის მასალასთან იმეგობრებს. პასუხისმგებლობას ბოლომდე ითავისებს და ერთგულების ფასიც იცის. უკვე მიხვდებოდით, მაგრამ დავაზუსტოთ რომ ელექტრო დრელზე ვსაუბრობთ. სათაურში არ უნდა გვეხსენებინა, მაგრამ ამ საოცარ ინსტრუმენტს ისედაც გამოიცნობდით. მოკლედ, ამ ბლოგში სასარგებლო ამბებს გაიგებთ. ისღა დაგვრჩენია, დრელის შერჩევას შევუდგეთ.
თარაზოს შეძენამდე საკითხავი
სწორი ხაზის გავლება მუდამ გვერთულება. თაბახის ფურცელზე წერის დროსაც არასწორი მიმართულებით მივდივართ. ის დროა, დარდი თთავი რომ უნდა დავიმძიმოთ და უეცრად სახაზავი გვახსენდება. პატარა იმედის ნაპერწკალია, ზუსტად ისეთივე, როგორიც ლაზერული თარაზო. საქმე იმაშია, რომ ხელსაწყოს უფრო რთული მისია აკისრია. სისწორეები ფურცელზე კი არა, სხვადასხვა სივრცეში უნდა დაიცვას. თუ ჯერ არ გამოგიცდიათ, წინასწარ გეტყვით რომ შესანიშნავი აღქმა აქვს და ქებას იმსახურებს.
რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით?
რა უნდა ქნათ და პირველ რიგში, იმაზე შევთანხმდეთ, რომ არ უნდა ინერვიულოთ! საერთოდაც, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რაც შეიძლება მოგვარდეს? და მით უმეტეს, რა აზრი აქვს იმაზე ნერვიულობას, რასაც არაფერი ეშველება?! ჰოდა, მოკლედ, მთავარია, არ ინერვიულოთ, მით უმეტეს, ახლავე მოგართმევთ რჩევას - რა უნდა ქნათ, თუკი როზეტები არ გყოფნით და დამაგრძელებლები, დამაგრძელებლები უნდა გამოიყენოთ, ეს არის და ეს!..
კუთხსახეხი - პროფესიონალებისა თუ მოყვარული ჩხირკედელების უნივერსალური დამხმარე
ახლა, როცა ეს სტრიქონი იწერება, არც შუაღამე იწვის, დნება და არც მონაქროლი სიო იგრძნობა... თუმცა, არა, ისეთი გემრიელი სიცივეა, კი ატანს ძვალ-რბილში - ზამთარია გარეთ და აბა, სხვანაირად როგორ იქნება... ფაქტია, წელიწადის დროების თავისებურებებს ჩვენ ვერ შევცვლით, სამაგიეროდ, კუთხსახეხით შეგვიძლია ისეთი ცვლილებები მივიღოთ, ჩვენს გულებსაც რომ გაახარებს, დამკვეთ-დამსაქმებლისაც და ოჯახის წევრებისაც.
თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე ვისაუბროთ
„რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“, ძალიან საინტერესოდ უთქვამს ჭკვიან ხალხს. ჰოდა, ახლა ორი კურდღლის დაჭერას გთავაზობთ - თან ლათინურ ენას გადავხედოთ, თან ჰაერის კომპრესორზე, მის თავისებურებებზე, შესაძლებლობებზე, პლუსებსა და მინუსებზე ვისაუბროთ.
სარწყავი შლანგების მიმოხილვა
ამბობენ, ერთი სარწყავი შლანგი ყველასთვის საჭიროაო. ვეთანხმებით და გვჯერა რომ თქვენც მარტივად დაუმეგობრდებით. ინსტრუმენტი ყვავილების მორწყვაში დაგეხმარებათ. წყალს მიწის თითოეულ მონაკვეთს მიაწვდის და თაკარა მზისგან დაღლილ მცენარეებს, შვებით ამოასუნთქებს. საგმირო საქმეები ამით არ სრულდება. ავტომობილის გასუფთავებაშიც მის წილს შეიტანს. მტვერს სწრაფად ააცლის. ბავშვებიც კი ვერ მოასწრებენ, ამ ნაცნობი სიტყვის დაწერას: „გამრეცხე.’’ როგორც ვხედავთ, მართლა საჭირო ყოფილა და თანდათან უფრო დარწმუნდებით. მაშ ასე, დავიწყოთ.
აუცილებელი ნივთი თქვენი მანქანისთვის
ბევრი კარგი ხელსაწყო არსებობს, მაგრამ მანქანის მტვერსასრუტი ცალკე განზომილებაა. კომპლიმენტებს გულუხვად იმსახურებს და ჩვენც არ დავიშურებთ. სახელწოდებითაც ნათელია, რომ ხელსაწყო ავტომობილითვისაა განკუთვნილი. ცხადია, თუ სხვა დანიშნულებასაც უპოვით და სახლისთვისაც გამოიყენებთ, დანაშაული არ იქნება. სინამდვილეში კი მანქანის მტვერსასრუტია და ბინას სწორედ ამ სივრცეში იდებს. დადებით თვისებებზე კი დეტალურად გიამბობთ.
გამარტივებული საქმე ხელსაწყოების ნაკრებთან ერთად
ინსტრუმენტების ნაკრებზე სულ კარგი ამბებია გასახსენებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ როგორ მარტივად მუშაობს თითოეული ხელსაწყო. მართალია თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ მხოლოდ მცირედით დაიტვირთებით. ამასთანავე, ხელსაწყოები საქმეს შეგიმსუბუქებთ და ჰარმონიულად იმუშავებთ. თავად ნაკრები კი ერთი ჯადოსნური ყუთია და უამრავ სასარგებლო ინსტრუმენტს აერთიანებს. არავინ იცის როდის დაგჭირდებათ, ამიტომ თადარიგის დაჭერა სჯობს. თუ ხელსაწყოების ნაკრები არ გაქვთ, დროა ინტრუმენტების თაროს შემატოთ და თუ გაქვთ, თვალი სხვა მოდელებს გადაავლეთ.
იცით, როგორ შეარჩიოთ საიმედო ონკანი?
რამდენი მამაკაცის და პრინციპში, არა მხოლოდ მამაკაცის ოცნება იქნება, ყველა ონკანიდან ლუდი მოდიოდეს... გაუფილტრავი... ნუ, ნებისმიერი... ვინ იცის, იქნებ ოდესმე ეს ოცნებაც აგვიხდეს, თუმცა სანამ აქამდე მივა საქმე, სახლებში წყლის ნორმალური მიწოდება-მოხმარება უნდა უზრუნველვყოთ, რისთვისაც ქვემოთ რამდენიმე საინტერესო და საჭირო რჩევას მოგართმევთ.

აირჩიეთ მიწოდების მისამართი
|
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.